როსინის საოპერო თეატრში გალაკონცერტი “ვივა როსინი” გაიმართება. ღონისძიება იტალიელი კომპოზიტორის გარდაცვალებიდან 150 წლის იუბილეს მიეძღვნება.
ჯოაკინო როსინის მშობლიურ ქალაქ პეზაროში გამართულ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ოპერის ვარსკვლავები – მეცო სოპრანო ნინო სურგულაძე, სოპრანო ნინო ლეჟავა, ტენორი ოთარ ჯორჯიკია და ბარიტონი სულხან გველესიანი.
ქართული ოპერის ვარსკვლავებს აკომპანიმენტს პიანისტი ეკა მეტრეველი გაუწევს.
გალაკონცერტი 18 აპრილს გაიმართება.