28 მარტი, 2018

შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი” ექსკლუზიურად

ვეფხისტყაოსანი ბრაილის შრიფტითშოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი” თითქმის ყველა ენაზეა გამოცემული, თუმცა არსებობს გამოცემა, რომელიც ექსკლუზიურად ავტორის 850 წლის იუბილესათვის მომზადდა.

30 მარტს ლადო გუდიაშვილის ფონდის საგამოფენო დარბაზში მოეწყობა შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსნის” ექსკლუზიური გამოცემის პრეზენტაცია.

პოემის ავტორის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წარმოდგენილი იქნება “ვეფხისტყაოსნის” საიუბილეო გამოცემა ბრაილის შრიფტით.