25 მარტი, 2018

თამაზ ჭილაძე: “ადამიანი ისეთი უნდა გიყვარდეს, როგორიც არის”

"ადამიანი იქამდე ცოცხლობს, სანამ ვინმეს უყვარს..." - თამაზ ჭილაძემწერალი თამაზ ჭილაძე მკითხველს ნებისმიერი ადამიანის ისე შეყვარებას ურჩევს, როგორიც არის, რადგან მხოლოდ ასეთ შემთხვევაშია ურთიერთობები ნამდვილი და საინტერესო.

თამაზ ჭილაძე:

“ადამიანი ისეთი უნდა გიყვარდეს, როგორიც არის, ჩვენ მისგან უფრო მეტს მოვითხოვთ, ვიდრე შეუძლია. ამიტომაა, რომ ადამიანები ცდილობენ, ისეთები გახდნენ, როგორიც სინამდვილეში არ არიან. ჩნდება ნიღაბი, გრიმი, პოზა…

მე ვიცნობ ერთ კაცს, რომელზედაც ამბობენ, ღიმილს ღამით ჭიქაში ინახავს პროტეზივით, რათა დილით ისევ გაიკეთოსო.

ალბათ, რამდენად მშვენიერია ადამიანი თავისი ნამდვილი სახით და როცა ასეთ ადამიანს ვხვდებით, არ ვუჯერებთ, გვგონია ისიც გვატყუებს.“