28 მარტი, 2018

ბაგრატის ტაძრის უნიკალური ჩუქურთმები ნადგურდება

ბაგრატის ტაძრის ჩუქურთმები ნადგურდებაბაგრატის ტაძრის უნიკალური ჩუქურთმები ნადგურდება. ბაგრატის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი ქართულ ხუროთმოძღვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ძეგლია.

ეკლესია 1003 წელს ბაგრატ III-ის მეფობის დროს აიგო. ძეგლი ქართული შუასაუკუნეების საეკლესიო არქიტექტურაში საეტაპო მნიშვნელობის ტაძარია, როგორც თავისი არქიტექტურული გადაწყვეტით, ასევე ისტორიული და სიმბოლური მნიშვნელობითაც.

ელი გრემელი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბაგრატის ტაძრის 400 ქვა უნიკალური ჩუქურთმებით ნადგურდება:

“ბაგრატის ტაძრის რუდუნებით შეგროვილი 400 ქვა, რომელიც მავანთა დაუდევრობით, გულგრილობით, ზერელეობით, სულსწრაფობით მიტოვებული ყრია ხავსმოდებული და ნადგურდება, თანდათან იშლება მათზე დადებული ნიშანი და ჩუქურთმა, რაც თავის მხრივ ტაძრის სხეულზე მის ადგილს განსაზღვრავდა…

სად ვართ, რას ვაპირებთ, სადამდე ვივიშვიშოთ და ასე ვუყუროთ განადგურებისთვის განწირულს?!”

ბაგრატის ტაძრის ჩუქურთმები ნადგურდება

ბაგრატის ტაძრის ჩუქურთმები ნადგურდება

ბაგრატის ტაძრის ჩუქურთმები ნადგურდება