22 თებერვალი, 2018

თანამედროვე ხელოვნება ფსიქიკური დაავადებაა

ნათია ფანჯიკიძე– თანამედროვე ხელოვნება ფსიქიკური დაავადებააო, – ასე უთხრა საუბარში ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძეს ამერიკაში ვიზიტისას არტ თერაპიის საკითხებზე შეხვედრის შემდეგ ერთ-ერთმა სპეციალისტმა.

ნათია ფანჯიკიძე:

“ძალიან მაგარ სპეციალისტთან მქონდა აქ შეხვედრა, არტ თერაპიის საკითხებზე და საუბარში თქვა – თანამედროვე ხელოვნება ფსიქიკური დაავადებააო.

იუნიონ სქვერზე ქუჩის არტისტებს ჩამოვუჯექი მაყურებლად, კრიშნაიტულ “საგალობლებს” ასრულებდნენ და მედიტირებდნენ, მათი ნარინჯისფერ, ხიტონიანი ანგელოზები კი წიგნებს სთავაზობდნენ გამვლელებს და ვინაიდან, ყოველი ხელოვნების გენეზისი, რელიგიაა, ალასას მოვახსენე – არა მხოლოდ თანამედროვე, მთლიანად ხელოვნებაა, ფსიქიკური დაავადება.

რელიგიაც ფსიქიკური დაავადებაა და ყველა ის ადამიანიც, ფსიქიკურად დაავადებულია, ვისაც ამ ყველაფრის, რელიგიის და ხელოვნების გარეშე, შეუძლია ყოფნა-თქო.

საბოლოოდ, იმ აზრამდე მივდივარ, რომ არსებობს ადამიანთა სევდა, ტანჯვის მდგომარეობა, მაგრამ არ არსებობს, ფსიქიკური დაავადება, იმიტომ, რომ ყველა დაავადებული ვართ, დაავადება ნორმაა.”