5 თებერვალი, 2018

როგორ გავზარდოთ ახალგაზრდებში წიგნებისადმი ინტერესი (ნაწილი მეორე)

“არტინფო” გთავაზობთ მათე მაყაშვილის იდეაზე – როგორ უნდა გაიზარდოს ახალგაზრდებში წიგნის კითხვის დონე და წიგნებისადმი ინტერესი, შეთავაზებული ვერსიების მეორე ნაწილს:

“ტიპმა ძველმანებში ტყავი იყიდა და შემდეგ რაც მოხდა ყველას გაგაოცებთ!” – ონორე დე ბალზაკი

“როჟას” ტვინი ამოურეცხენ და რაც შემდეგ მოხდა არ მინდა დაჯერება…” – მექანიკური ფორთოხალი

“მან ვაშლი უცნაური მეთოდით დაჭრა, ბოლოს რაც გამოუვიდა, ნამდვილად გაგოცებთ!” – ძველი აღთქმა

“დათოოო, დათოო როგორა ხარ დაათო” – დათა თუთაშხია

“ტიპს ტყუპები მოკვლით დაემუქრნენ, ხალხის რეაქცია გაგაოგნებთ!” – გაბრიელ გარსია მარკესი

“აუ, მონადირეს ტყვიები გაუთავდა და ირემს ალუბლის კურკა ესროლა თოფით. ნახეთ ირემს რა მოუვიდა” – რუდოლფ ერიხ რასპე

“ამ კაცს ვერავინ ამჩნევდა, სანამ ერთმა გამვლელმა მისგან რაჰათ-ლუხუმი არ იყიდა. ის რაც შემდეგ მოხდა გულგრილს არცერთ ქართველს არ დატოვებს!” – ჯემალ ქარჩხაძე

“27 წლის მილიონერი ქალებს გარყვნილი ქმედებების შემცველ ხეშეკრულებებს სთავაზობდა, შემდეგ რაც მას ერთ გოგონასთან შეემთხვა, გაგაოცებთ!” – ე.ლ. ჯეიმზი

“ამ კაცს ყველაფრის გამოცნობა შეუძლია” – არტურ კონან დოილი

“ეკა და 40 ლარი” – არაბული ზღაპრები

“შარის მაძიებელი სტუმარი მასპინძლის ახუნტრუცებულ ცოლს იტაცებს. რქების სიმძიმით შეწუხებული ქმარი ძმაკაცებთან ერთად მიუვარდება და ქვეყანა ხალხი ეწირება ამ ამბავს” – ჰომეროსი

“კაცმა მამას ორჯერ განათხოვარი ქალი მიუყვანა! მის ადგილას თქვენც ასე მოიქცეოდით” – დავით კლდიაშვილი

“ერთმა ძმამ ისეთი რაღაცეები გააკეთა, ვერ დაიჯერებთ. მე გადავირიე!” – ძმები კარამაზოვები

“საცოლემ ტიპს ძმაკაცის გულისთვის ისეთი გაუჩალიჩა…” – შექსპირი, “ვენეციელი ვაჭარი”

“მაგარი მაყუთა ტიპი ისეთებს კისრულობს აქამდე რომ არ გინახავთ” – დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი

“მაგარი ცნობილი და მაყუთა ტიპი ვენეციაში ჩადის და პატარა ბიჭს დასდევს, ამ ამბის დასასრული ყველას გულს მოგიკლავთ” – თომას მანი

“ქვეყნის გარეთ ეძებდა და შიგ(ნით) არ ყოფილა?!” – პაულო კოელიო, ალქიმიკოსი

“შოკი! ექიმმა ძაღლისგან ადამიანი შექმნა!” – ბულგაკოვი, ძაღლის გული

“სამურაი ტყეში ცოლთან ერთად მიდიოდა და ყაჩაღი შემოხვდათ, გადადი ლინკზე და აირჩიე რომელი სცენარით გინდა მოვლენების განვითარება” – რ. აკუტაგავა

“რა აღმოაჩინეს უცნობი ქალის წერილში, შოკში ჩაგაგდებთ,” – შტეფან ცვაიგი, უცნობი ქალის წერილი

“მხედარიც ამას ჰქვია… უთავოდ ცხენის მაჭენებელი კაცის ამბავი…” – მაინ რიდი, უთავო მხედარი

“ბოლოს მაინც მეუღლეს დაუბრუნდა ვაჟბატონი…” – ჰომეროსი

“გაწი-გამოწი ტიპს ასი წელი ვაფშე არავინ არ ყოლია” – მარკესი

“ვაფშე ყველა წიგნი დაწვიით” – ბრედბერი

“ბრატები” – რემარკი

“ტიპი ჭვავის ყანაში თამაშობდა, რაც შემდეგ მოხდა გულგრილს არავის დატოვებს” – ჯერომ სელინჯერი, თამაში ჭვავის ყანაში

“პოლკოვნიკის სერიოზული ბრალდება ფოსტის მესვეურების მიმართ” – მარკესი

“ნახეთ მასტი თავის ვითომ ნაშის შესაბმელად რეებს იგონებს, ვიღაც ბანძ როჟასთან ერთად” – მიგელ დე სერვანტესი

“ტიპი რა ეშმაკიაა” – ბულგაკოვი.

“ხმარებაში შეიწევს” – ბალზაკი

“ტიპი ტაბლეტებს სვამს” – ოლდოს ჰაქსლი

” – ჯერ ხომ პატარაა? – მიყვარს, შე ჩემა, მიყვარს. – კი, მაგრამ… – მე გავზრდი, მე!” – აი, ნაბოკოვის ერთ წიგნს ექნება ასეთი წინასიტყვაობა.

“პატარა ბიჭი მამის გადასარჩენად ბრძოლას იწყებს. ის, რაც შემდეგ ხდება, აგატირებთ!” – ჩიპოლინოს თავგადასავალი

“ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა და პროსტა რო იცოდეთ შიგნით რა დაინახა” – კენ კიზი

“ეს რა ჭირი გვჭირს ტო” – კამიუ

“სულ გულავია, სულ თელავია” – ფრედერიკ, 99 ფრანკი

“ბებია მაგარს ეღადავება შვილიშვილს” – ნოდარ დუმბაძე ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”

“სამი ბრატის პროფილაქტიკა” – ბიოლი

“ტუსოვკა პარიზში ექსტაზით” – ჰემინგუეი

“მეზობელ ნაშაზე ჩალიჩი” – დრაიზარი

“100 წელი… ბოიშვილი ვიყო!” – მარკესი

“აი ბოქსი, ბოზობა, მაყუთი” – ირვინგ შოუ

“ნასტირნი გიჟი ბრანეჟილეტში” – სერვანტესი

“ვროძი ებოლას კარანტინი” – კამიუ

“კუზიანი კრიშავს ნაშას” – ჰიუგო

“ბავშვი გამოუშვით! ფარჩაკებო!” – ბრეხტი

“კრაკადილშიკი” – კოელიო

“გადადი ლინკზე და ნახე მერის ჯვრისწერის ფოტოები, რომლებმაც ქართველი ინტერნეტმომხმარებლების გული დაიპყრო” – გალაკტიონი

“კოქტეილი მარგარიტა – “დამზადებულია ჯოჯოხეთში” – ბულგარკოვი

“რომ მოვკვდები, შენს თვალზე კურცხალი არ დამანახო” – კამიუ, “უცხო”

“ამ მოთხრობის აზრს ამერიკელი კოსმონავტები 2 წუთში იგებენ” – “იგი”

“ახალგაზრდა გოგო თვითმკვლელობამდე მივიდა” – კოელიო

“ის ოსკარ უაილდი მაგარია” – დორიანის სელფი

“არკა” – რემარკი

“უცნობი ქალის სტატუსები”

“როგორ უნდა დაკერო მდიდარი ქალი” – ერიხ მარია რემარკი

“ანუშკა როცა ზეთს დაღვრის, შოკში ჩავარდებით” – ბულგაკოვი

“გადაშალე ფურცელი და გაიგებ რამდენ ხანში მოკვდები” – მარკო პოლო

“ტიპმა ბოსის მეუღლე ბუნებაში გაასეირნა. რაც ამის შემდეგ მოხდა, ნამდვილად შოკში ჩაგაგდებთ!” – მიხეილ ჯავახიშვილი

“აუუუ… პროსტა ნახეთ ქარი რას უშვება გოგოოს… იმენა წაიღო” – მარგარეტ მიტჩელი

“ეს ყველა გოგომ უნდა ნახოოოს… რას შვება კაფკა პლაჟზე” – მურაკამი

“მან ცალი წინდა ოდნავ ზემოთ აიწია და…” – ასტრიდ ლინდგრენი

“აუ სამმა ბიჭმა და ერთმა გოგომ ისეთი ჩაატარეს…” – რემარკი

“ეს ყველამ უნდა წაიკითხოს… კაცი გზაზე თავისთვის მიდიოდა და უცებ…” – ოთარ ჭილაძე

“90-იანი წლების ბაბულიკები და მათი “ნაწკები” – ლაშა ბუღაძე, ბოლო ზარი

“ტიპმა ვიოლინოს წითელი ლაქი დაასხა და რაც შემდეგ მოხდა, შოკში ჩაგაგდებთ” – ძმები ვაინერები

“ვარდისახარს მკერდზე უკბინეს, არსაკიძის რეაქცია აღგაშფოთებთ” – კონსტანტინე გამსახურდია

“მასტს შეყვარებული მოტაცეს და მაგარს ტირის” – შოთა

“ცოცხალი ხარ მიტროფანე?” – ედგარ ალან პო

“ნახეთ სად დაჩეკინდაააა” – ჟიულ ვერნი, ოთხმოცი ათასი კილომეტრი წყალქვეშ

“ბერლინი მოგონილია ტიპმა ისეთი ჩაატარა” – ჰანტერ ს. ტომპსონი

“დას რომ ძმა მიწას მეიბარებინა, ნახეთ რეები გააკეთა +გიფ ანიმაციები” – ანტიგონე

“ბავშვი იმენა გენიოსია” – პატარა უფლისწული

“დამპალი. ნახეთ ბავშვს რა უქნა” – ვლადიმირ ნაბოკოვი

“ბავშვები ავიაკატასტროფის შემდეგ კუნძულზე მოხვდნენ და რაც მერე მოხდა, ყველას გაგაოცებთ” – ბუზების მბრძანებელი

“ამბავი ძალიან გულთბილი კაცის (ვისაც ბაბუა გყავთ, ან გენატრებათ აუცილებლად წაიკითხეთ” – ჰემინგუეი

“წყვილმა ერთმანეთი ომში გაიცნო და მათმა სიყვარულმა ევროპის გულში მშვიდობა დაამკვიდრა” – ჰემინგუეი

“ისინი სასაფლაოზე შეიკრიბნენ და რაც მოხდა, გაგაშტერებთ” – უმბერტო ეკო

“ვერონიკა თავს იბრიდავს” – პაულო კოელიო

“ეშმაკი მაგარ ზმანზეა” – ეშმაკს აცვია პრადა

“მარიხუანას დეკრიმინალიზაცია მოხდა – ტიპი ქარის წისქვილებს ებრძოდა” – სერვანტესი

“იქნებ გოგო თანახმა იყო” – ლოლიტა

“კაცი, რომელიც მაგრად ღადაობს” – ვიქტორ ჰიუგო, “კაცი, რომელიც იცინის”

“ბაბუმ იმენა შეასრულა ტოო, ძაან მაგარი რიბაკიიი” – ჰემინგუეი

“ტიპმა წავალ ბიძაშვილს მოვინახულებ კურორტზეო და იმას, რაც მან იქ იხილა, არავინ ელოდა” – ჯადოსნური მთა

“ის ძაღლებთან ერთად სეირნობდა, როდესაც ეს გაყინული ტბა აღმოაჩინა…და გართობაც დაიწყო!” – ივან ტურგენევი, მუმუ

“პრიკოლების კრებული” – ო ჰენრი

“ოთხმოცი დაუჯერებელი ადგილი, რომელიც უნდა ნახო დედამიწის გარშემო სანამ ცოცხალი ხარ” – ჟიულ ვერნი

“ამ ოჯახის ისტორია შოკში ჩაგაგდებთ, +18.” – კამილო ხოსე სელა

“გაოცდებით, როცა გაიგებთ რა ხერხი აღმოაჩინა ამ კაცმა სახლის საქმის გასამარტივებლად!” – მარკ ტვენი, ტომ სოიერი

“პატარა არსება მარტო დარჩა ტყეში, ცხოველებმა საოცარი ადამიანობა გამოიჩინეს” – რადიარდ კიპლინგი