21 თებერვალი, 2018

“პრობლემა, რომელსაც ერთად უნდა ვებრძოლოთ”

მსახიობები ოკუპაციაზემსახიობები გოგა პიპინაშვილი, ეკა ჩხეიძე, მალხაზ აბულაძე, ნიკა წერედიანი ყველას გაერთიანებისკენ მოუწოდებენ:

“პრობლემა, რომელსაც ერთად უნდა ვებრძოლოთ. გავერთიანდეთ და ერთად ვთქვათ ჩვენი სათქმელი” – ამ მოწოდებით გამოდიან მსახიობები და რეჟისორ ანრი ფაშურიშვილის ფილმის “საზღვარი” გადასაღებად საზოგადოებას ფინანსური დახმარებისკენ მოუწოდებენ.

“მცოცავი ოკუპაცია ჩვენი მთავარი სატკივარია. გთავაზობთ ფილმს ჩვენი ერთ-ერთი დიდი პრობლემის შესახებ. ფილმი, რომელიც მთელი საქართველოს გულისტკივილს და სათქმელს იტყვის. გავერთიანდეთ და ერთად შევქმნათ ფილმი “საზღვარი”. გავერთიანდეთ და ერთად ვთქვათ ჩვენი სათქმელი. არა მცოცავ ოკუპაციას! ტკივილი, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ ყველა არსებული ხერხით. არა ოკუპაციას! მთავარი პრობლემა, რომელსაც ერთად უნდა ვებრძოლოთ ყველა არსებული ხერხით!” – ასეთია მსახიობების მოწოდება მაყურებლისადმი.

“დღეს „მცოცავი ოკუპაცია“ ჩვენი მთავარი მწვავე თავის ტკივილია, რომელიც დღითიდღე უფრო იზრდება. ჩვენ აღარ ვაპირებთ მშვიდად ყოფნას და ფილმი, რომელსაც ვიღებთ, სწორედ ამ პრობლემას ეხება. ჩვენ უკვე მზად გვაქვს სცენარი და ამ ფილმისთვის მხოლოდ ფინანსებია საჭირო, რათა შევძლოთ და სრულიად საქართველოს სათქმელი ეკრანზე გადმოვიტანოთ. მთელი გუნდი ვეცადეთ, რომ თითოეული თქვენგანის გულში ჩაგვეხედა და მთელი ეს ტკივილი მაქსიმალური სიზუსტით გადმოგვეცა, არა მარტო აქ, ჩვენს ქვეყანაში, არამედ საზღვრებს გარეთაც გაიგებენ ჩვენს სიტყვას, რადგან ამ ფილმს ფესტივალებზე გავაგზავნით. ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს, გავერთიანდეთ, რათა ერთობლივად შევქმნათ ფილმი, “საზღვარი“ რომელიც იტყვის თითოეული ჩვენგანის სათქმელს. გავერთიანდეთ და ერთად ვებრძოლოთ მცოცავ ოკუპაციას”, – აცხადებს რეჟისორი ანრი ფაშურიშვილი.

ფილმის სცენარის ავტორი ამირან დოლიძეა, პროდიუსერები კი სერგო ცინცაბაძე, კახი სისაური, ამირან დოლიძე და ანრი ფაშურიშვილი.

ფილმის შექმნაში წვლილის შეტანის მსურველებს თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე:

თიბისი ბანკი
GE22TB7996636515100009
მიმღები: სერგო ცინცაბაძე (Sergo Tsintsabadze)
დანიშნულებაში სასურველია მიუთითოთ: საზღვრისთვის