საზოგადოება უკვე შეეჩვია იმას, რომ სახელმწიფოსთვის ისტორიულ-კულტურული ძეგლი და მასზე ზრუნვა პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს.
მრავალრიცხოვანი ქართველებიდან მხოლოდ რამდენიმეს თუ აწუხებს იმ შენობა-ნაგებობების ბედი, რომელიც ნამდვილად უნიკალურია.
ამჯერად საფრთხე კოსტავას ქუჩაზე, ფილარმონიის წინ, ვერის ბაღთან მდებარე შენობას ემუქრება. ინფორმაციას ნატა ფერაძე ავრცელებს:
“SOS კი არა და ISIS მოგვენატრება ამათ ხელში!
მორიგი ისტორიულ-კულტურული ძეგლი საფრთხეშია!!!
გამოშიგნულია უკვე მთლიანად. ფასადი, რომელიც პროექტის მიხედვით შენარჩუნებული უნდა იყოს, გამაგრების გარეშეა და ჰა და ჰა ჩამოიშლება!!!
თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური!!!
მოგვეცით გარანტია, რომ ფასადს 1 აგური არ ჩამოუვარდება!”