9 თებერვალი, 2018

ლაშა ღლონტი უტკბილესი სიმღერის პრემიერით

ლაშა ღლონტიმომღერალი ლაშა ღლონტი თავის ერთგულ მსმენელს ახალ სიმღერას სთავაზობს.

სიმღერა მამუკა ჩარკვიანს ეკუთვნის, არანჟირება – მარიამ ქაცარავას, ტექსტი კი – ჯანსუღ ჩარკვიანს. “შენ რომ დიდი იქნები, მე რომ აღარ ვიქნები” – ეს ლექსი ჯანსუღ ჩარკვიანმა შვილიშვილს, პიანისტ ირმა გიგანს მიუძღვნა.

ლექსი მამუკა ჩარკვიანმა აამღერა, ახლა კი მისი ახლებური ვერსია ლაშა ღლონტმა იმღერა.

სიმღერაზე საგანგებო ვიდეორგოლიც შეიქმნა, რომელშიც ლაშა ღლონტის შვილიშვილი პატარა მამუჩიკო მაისურაძე მონაწილეობს.