16 თებერვალი, 2018

გალაკტიონ ტაბიძე – “მგზავრების” მუზა

გალაკტიონ ტაბიძეგალაკტიონ ტაბიძე არაერთი ხელოვანის შემოქმედებითი მუზა გამხდარა. გამონაკლისი არც ჯგუფი “მგზავრებია”.

გიგი დედალამაზიშვილმა და მისმა მუსიკოსებმა გადაიღეს პირველი შავ-თეთრი ვიდეორგოლი “გალა”, რომელიც ქართული პოეზიის მეფეს – გალაკტიონ ტაბიძეს ეძღვნება.

გიგი დედალამაზიშვილი:

“სიმღერას “გალა” გენიალური ქართველი პოეტის, გალაკტიონ ტაბიძის გამო ჰქვია. სიმღერაში საუბარია შეგრძნებებზე, რომლებიც არ გვესმის, მაგრამ ვგრძნობთ. გალაკტიონს აქვს ლექსი “იისფერი თოვლი”. ამ ლექსთან დაკავშირებით ბავშვობიდან მახსოვს ბევრი მსჯელობა, თუ რას გულისხმობდა პოეტი იისფერ თოვლში.

ჩვენ ვმღერით, რომ შეიძლება ვერასოდეს მივხვდეთ რაზე საუბრობდა გალაკტიონი, მაგრამ მთავარია, ჩვენ მას ვგრძნობთ:

…თუ რა ფერი აქვს გალას იისფერ თოვლს,
ჩვენ ვერ ვხდებით, მაგრამ უბრალოდ ვგრძნობთ.”