მომღერალი თეონა ქუმსიაშვილი 26 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში ტრაგიკულად დაიღუპა.
თურქმა მომღერალმა Nurgüzel Kestane-მ ჩაწერა კომპოზიტორისა და მომღერლის დავით არჩვაძის სიმღერა “ღმერთი დიდია”, რომელიც თეონა ქუმსიაშვილს მიუძღვნა.
პოეტ ნანა ცინცაძის ლექსზე შექმნილ დავით არჩვაძის სიმღერაზე თურქმა მომღერალმა კლიპიც გადაიღო.
დავით არჩვაძე:
“თურქმა მომღერალმა Nurgüzel Kestane-მ ჩაწერა ჩემი სიმღერა “ღმერთი დიდია” თეონა ქუმსიაშვილის ხსოვნის საპატივცემულოდ.
მან ჩვენი ქვეყნის და ქართული სიმღერის სიყვარულით ქართული ენაც კი ისწავლა და არის უსაყვარლესი ადამიანი!”