16 იანვარი, 2018

“ვინც იაკობ გოგებაშვილის “დედა ენის” მომხრეა…”

იაკობ გოგებაშვილირეჟისორი მაკა ბურდული სრულ მობილიზაციას აცხადებს და იაკობ გოგებაშვილის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი პროექტის განხორციელებას იწყებს:

“სრული მობილიზაცია: ყველა, ვინც იაკობ გოგებაშვილის “დედა ენის” მომხრეა და უნდა 100 წლისთავისადმი მიძღვნილ პროექტში ჩართული იყოს, გატყობინებთ: ერთმა გულანთებულმა ქართველთა ჯგუფმა, მგზავრობა დაუფინანსა და ჩამოდის უცხოელი ოპერატორი. წინასწარ მადლობა დიდი ვინც კვლავაც დახმარებას გადაწყვეტს.

პირველი ეტაპი 19-24 იანვარს იწყება. “მე ვიღებ” და ვიღებთ. ჩვენ ძალა ვართ და გვჯერა,იაკობი ჩვენს შთამომავლობასაც სჭირდება და იგი დავიწყებას არ უნდა მიეცეს. ვისაც რა უნდა ის ილაპარაკოს, მაგრამ ჩვენი შვილები “დედა ენით” უნდა სწავლობდნენ სკოლებში.

ყველას მოგიწოდებთ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ კეთილ საქმეში.”