კახეთში, კერძოდ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ვერხვიანის ტერიტორიაზე უკანონო არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს.
გურამ ლეგაშვილი:
“საგარეჯოს მუნიციპალური მერიის, სოფელ ვერხვიანის ტერიტორიაზე, ე.წ. ციხის მიმდებარედ შავი მაძიებლების ჯგუფი აწარმოებს უკანონო არქეოლოგიურ გათხრებს!
ისინი აღჭურვილნი არიან მეტალოდეტექტორებით, სათხრელებით – ბარი, წერაქვი და ა.შ.”