15 იანვარი, 2018

თოჯინებისა და მსახიობების სინთეზი მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე

მოზარდ მაყურებელთა თეატრიმოზარდ მაყურებელთა თეატრი სულ პატარა მაყურებელს „რწყილი და ჭიანჭველას“ პრემიერას უმზადებს.

ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნიმუშის ინსცენირების ავტორი დიმიტრი ხვთისიაშვილია.

პატარა მაყურებლს რწყილისა და ჭიანჭველას თავგანწირული მეგობრობის ამბავს თოჯინებთან ერთად მსახიობები მოუყვებიან. მსახიობებისა და თოჯინების სინთეზს კიდევ უფრო გაამდიდრებს სპექტაკლში გამოყენებული ქართული ფოლკლორი, ცეკვები და ქალაქური სიმღერები.

სპექტაკლს ორი რეჟისორი ჰყავს – დიმიტრი ხვთისიაშვილი და გია მარღანია, რომელიც აღნიშნული დადგმის ქორეოგრაფიც გახლავთ. სპეციალურად წარმოდგენისთვის შეიქმნა თოჯინები, რომლებიც მხატვარ ვახტანგ ქორიძეს ეკუთვნის. მუსიკალურ გაფორმებაზე კი ზურაბ გაგლოშვილმა იზრუნა.

სპექტაკლში მონაწილეობენ გია მარღანია, ნიკოლოზ ნანიტაშვილი, მარიამ ხუხუნაიშვილი და ნიკოლოზ ფაიქრიძე.

„რწყილი და ჭიანჭველას” პრემიერა მცირე სცენაზე 20 იანვარს 17 საათზე შედგება. საპრემიერო ჩვენებები კი 21 და 27 იანვარს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი „რწყილი და ჭიანჭველა“ 16-26 თებერვალს მიწვეულია იაპონიაში საერთაშორისო საბავშვო ფესტივალზე, რომელიც ბავშვთა და მოზარდთა საერთაშორისო ასოციაციის „ასიტაჟი აზიის“ ეგიდით გაიმართება.