20 იანვარი, 2018

სვანეთში თოვლმა მაჩუბი ჩატეხა

სვანეთიქვემო სვანეთში, სოფელ ბულეშში თოვლმა მაჩუბი ჩატეხა, ქარმა კი კოშკს “ჟეშტით” გადახურული სახურავი გადააძრო.

ინფორმაცია მიშა ჩხიკვაძემ გაავრცელა:

“ქვემო სვანეთის სოფელ ბულეშში დგას სვანური კოშკი. ეს კოშკი ,,ჟეშტით” გადახურა ,,პატივცემულმა” ძეგლთა დაცვამ და ქარმა გადააძრო სახურავი.

გვერდზე მაჩუბი ჩატეხა თოვლმა და დღეს ნანგრევებიღაა.

ხალხის კოშკების დამოკიდებულების გამო, ამ სახურავს არავინ არ ახლებს ხელს. წერილი ბევრგან უწერიათ, მაგრამ ამაოდ. გთხოვთ ყურადღება მივაქციოთ!”