17 იანვარი, 2018

“SOS! საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა”

დეკანოზი ილია ჭიღლაძე– სამარცხვინო უპატივცემულობა უნიკალური მრავალსაუკუნოვანი საეკლესიო კულტურისა, შეგნებულად არ ვწერ რომელი ტაძარია, – აცხადებს დეკანოზი ილია ჭიღლაძე და საქართველოს ერთ-ერთი ეკლესიის ფოტოს ავრცელებს:

“ფრესკებზე მილურსმული ხატები. სამარცხვინო უპატივცემულობა უნიკალური მრავალსაუკუნოვანი საეკლესიო კულტურისა.

შეგნებულად არ ვწერ რომელი ტაძარია, არც ის ვიცი ახლა ისევ ასეა, თუ გამოსწორდა შეცდომა. ფოტო წინა წლებისაა და ინტერნეტიდანაა. სამწუხაროდ, ამგვარ ვანდალიზმს სხვაგანაც ბევრგან შევხვედრივარ.

“SOS!!! საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა.”