რეჟისორი თორნიკე ბზიავა დააკავეს. შემთხვევა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოხდა.
მას შემდეგ, რაც მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის განაჩენი გამოცხადდა, მისმა მეგობრებმა რეჟისორმა თორნიკე ბზიავამ “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრმა ბექა წიქარიშვილმა მანდატურს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
თორნიკე ბზიავაც და ბექა წიქარიშვილიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს.