18 იანვარი, 2018

პავლე ნოზაძე 70 წლის იუბილეს მოზარდ მაყურებელთა თეატრში აღნიშნავს

პავლე ნოზაძე საქართველოს დამსახურებული არტისტი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიისა და საერთაშორისო პრემიების ლაურეატი პავლე ნოზაძე 70 წლის იუბილეს აღნიშნავს.

იუბილარი მსახიობის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 20 იანვარს 19 საათზე მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში გაიმართება.

საიუბილეო საღამოს პირველი მოქმედება დაეთმობა სპექტაკლს “არ დამივიწყო”, ხოლო მეორე მოქმედებაში წარმოდგენილი იქნება ნაწყვეტები ფილმებიდან და სპექტაკლებიდან “დიდრო”, “მე ვხედავ მზეს”, “ირინეს ბედნიერება”.

პავლე ნოზაძე წლების განმავლობაში მოღვაწეობდა მეტეხის თეატრში. განსახიერებული აქვს საეტაპო როლები ისეთ სპექტაკლებში, როგორებიცაა „დონკიხოტი“ – სანჩო პანსა, „გალილეო-გალილეი“ – გალილეო გალილეი, „დიდრო“ – დიდრო, „ირინეს ბედნიერება“ – ფილიპე, “ჭინჭრაქა” – დევი, „ჰამლეტი“ – მესაფლავე.

იუბილარმა მსახიობმა მოზარდ მაყურებელთა თეატრში განასახიერა როლები:

გოჩა კალაძე – რევაზ მიშველაძე “არ დამივიწყო”, რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი
ლუკაია – ნოდარ დუმბაძე, გიგა ლორთქიფანიძე “მე ვხედავ მზეს”, რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი
მწყემსი – უილიამ შექსპირი „ზამთრის ზღაპარი“, რეჟისორი დათა თავაძე
ფილიპე – დავით კლდიაშვილი „ირინეს ბედნიერება”, რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი
მოშე – ნოდარ დუმბაძე „კუკარაჩა“, რეჟისორი შალვა გაწერელია, აღადგინა ოთარ ბაღათურიამ
მეფე – ჩეხური ზღაპრის მიხედვით „ოქროსთმიანი პრინცესა“, რეჟისორი ანატოლი ლობოვი
ჩექმებიანი კატა – შარლ პერო „ჩექმებიანი კატა“, რეჟისორი ანატოლი ლობოვი
მეფე – ევგენი შვარცი „თოვლის დედოფალი“, რეჟისორი თამარ თუხარელი
დიდრო – ნოდარ დუმბაძე „მე, ბაბუა, დიდრო და ძაღლი“, რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი

პავლე ნოზაძე მონაწილეობდა მხატვრულ ფილმებში:

„მეტიჩარა“ – გერონტი, რეჟისორები ნელი ნენოვა, გენო წულაია
„ნეილონის ნაძვის ხე“ – გრიშა ებრაელი მშიშარა, რეჟისორი რევაზ ესაძე
„ცეცხლთან თამაში“ – გულო (სატელევიზიო ფილმი), რეჟისორი ალეკო ნინუა
„მაისის თოვლი“ – მშობელი, რეჟისორი ზურაბ ინაშვილი
„დონ კიხოტი“ – მეფუნდრუკე, თავადი, რეჟისორი რეზო ჩხეიძე
„მონანიება“ – მეხანძრე, რეჟისორი თენგიზ აბულაძე
„მხიარული რომანი“ – მოჩხუბრები, რეჟისორი ლევან ხოტივარი
„ელისა და რარუს თავგადასავალი“ – ქურდი, რეჟისორი გურამ პეტრიაშვილი
„ფარანი ქარში“ – ქარსელაძის მეგობარი, რეჟისორი ომიაძე
„ყველაზე სწრაფები მსოფლიოში“ – სიკვდილმისჯილი, რეჟისორი გია მატარაძე
„ცხელი ძაღლი“ – ბენქსტონი, რეჟისორი ზაზა ურუშაძე
„მტვრის გემო“ – ექსპერტი კობახიძე, რეჟისორი დავით ჯანელიძე
„დარჩი ჩემთან“ – ადმინისტრატორი, რეჟისორი ზაზა ურუშაძე
„არის ასეთი ქვეყანა“ – მწერალი, გრიშა, რეჟისორი ლევან ანჯაფარიძე
„ყავა და ლუდი“ – დიმიტრი, გუჯა, რეჟისორი ზაზა ბუაძე
„ნაფიცი მსაჯულები“ – მსაჯული, რეჟისორი გიორგი ლიფონავა
„ზღვის ავაზაკი“ – დამსვენებელი, რეჟისორი ნანა მჭედლიძე
„ოპერები“ – კაპიტანი დგებუაძე, რეჟისორი კობა ცხაკაია
მშობელი – „მკვლელობა“ რეჟ.ნანა მჭედლიძე
„დეტექტივები“ – მაღაზიის მეპატრონე, რეჟისორი ლაშა ცერიაშვილი
„ღვინის გზა“ – მძღოლი სურამიდან, რეჟისორები რ.ბანიონისი, ა.შლეპიკასი
„ბრავო ჯორდანო“ – სერგო, რეჟისორი გია კაჭარავა
„ჭამა და სექსი“ – სასიმამრო, რეჟისორი გიორგი ლიფონავა