17 იანვარი, 2018

ნიკოლოზ ხომასურიძე: “მადლი-ერი ვარ ექვთიმე თაყაიშვილის”

ექვთიმე თაყაიშვილირეჟისორმა ნიკოლოზ ხომასურიძემ არაერთი დაბრკოლება გადალახა, მაგრამ ფილმი ექვთიმე თაყაიშვილზე დაასრულა და მისი პრემიერა 20 იანვარს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შედგება, შემდეგ კი მაყურებელს მისი ნახვა კინოთეატრებში შეეძლება.

თბილისურ პრემიერამდე ფილმი ”ექვთიმე ღვთისკაცი” ექვთიმე თაყაიშვილის მშობლიურ სოფელში ლიხაურში და ბათუმში აჩვენეს.

ფოტო, რომელსაც “არტინფო” გთავაზობთ, ბათუმური პრემიერის შემდეგ არის გადაღებული.

თამარ გუდავა:

“ეს ფოტო ღირდა, ალბათ ყველაფრად და ყველაფერი ამ წუთად! ბათუმში, ფილმ “ექვთიმე ღვთისკაცის” ნახვის შემდეგ, პატარა ლუკას ემოციები და ლუკას მადლობა რეჟისორს ნიკოლოზ ხომასურიძეს.
20 იანვარს, თბილისს წინ აქვს ეს ემოცია განსაცდელად!”

ნიკოლოზ ხომასურიძე:

“უბედნიერესი ხარ რეჟისორი, როდესაც შენს ფილმს ასეთი განცდის მოტანა შეუძლია… მეც 9 წლის ვიყავი, როდესაც რეზო თაბუკაშვილის დოკუმენტურმა ფილმმა ასეთი შთაბეჭდილება მოახდინა.

მადლი-ერი ვარ ექვთიმე თაყაიშვილის, ქართველი ერისა და ჩვენი ფილმის ყველაზე ძლიერი და ერთგული შემოქმედებითი ჯგუფის, ექვთიმეს ლაშქარის!!! დიდი მადლობა ბათუმს, ლუკასა და ამ ფოტოს ავტორს…”