13 იანვარი, 2018

ნახეთ სულ სხვანაირი “სუხიშვილები”

სუხიშვილებიუმცროსი ილიკო სუხიშვილი ყოველთვის მზად არის ნოვაციებისთვის და მისი ყოველი ახალი დადგმა ამის უტყუარი დასტურია.

ამჯერად ქორეოგრაფმა სუხიშვილების მოცეკვავეებთან ერთად ქართული ცეკვის ელემენტებით არც მეტი, არც ნაკლები ფრენკ სინატრას ცნობილ ჰიტზე “My Way” ახალი ცეკვა დადგა და ეს მხოლოდ ერთ-ერთი ნომერია ახალი პროგრამიდან.

“ქართული ცეკვა” – ასე ეწოდება სუხიშვილების ახალ პროგრამას, რომელიც ნიკა კოჩაროვთან და Young Georgian Lolitaz-თან ერთად მუსიკალური იმპროვიზაციით ხორციელდება.

“არტინფო” გთავაზობთ ჩანაწერს რეპეტიციიდან, სადაც ფრენკ სინატრას სიმღერას ორიგინალურად ერწყმის ტრადიციული და თანამედროვე ქართული ცეკვის ელემენტები. ვიდეოს ნახვის შემდეგ ანსამბლის ერთგულმა მაყურებლებმა აღნიშნეს, რომ სუხიშვილები “სულ გაგიჟდნენ”.

https://www.facebook.com/nikoloz.macharadze/videos/1538582616177443/