14 იანვარი, 2018

კოტე მარჯანიშვილი: “თეატრი ჩემი ერთადერთი შეყვარებულია”

კოტე მარჯანიშვილი14 იანვარი ქართული თეატრის დღეა. საბედნიეროდ, ქართულ თეატრში ბევრი გამორჩეული რეჟისორი, მსახიობი, მხატვარი, სცენარისტი, კომპოზიტორი, სცენის მუშა თუ გამნათებელი მოღვაწეობდა.

“არტინფო” კოტე მარჯანიშვილის თეატრისადმი დამოკიდებულებას გაგაცნობთ:

თეატრი ჩემი ერთადერთი შეყვარებულია, რომლისადმიც მე ჭეშმარიტად “ერთგული ვიყავი, რომლისთვისაც ჩემს სიცოცხლეში არასოდეს არ მიღალატია და არც ვუღალატებ, ვიდრე სამარის კარამდე არ მიმიტანენ.”

“თეატრში უნდა გესმოდეს, კინოში უნდა ხედავდე, რეჟისორი, რომელიც თეატრში ვერ ისმენს – რეჟისორი არ არის. რეჟისორი, რომელიც კინოში ვერ ხედავს – კინორეჟისორი არ არის… ასე დამემართა მეც.”

“ჩემში საბოლოოდ განმტკიცდა აზრი, რომ თუ თეატრისთვის საჭიროა მსახიობი და არა სცენისმოყვარე, მით უმეტეს, კინოსთვისაა საჭირო მსახიობი და მსახიობი.”

“ხელოვნების მიზანი სულ უბრალოა – მიანიჭოს ადამიანს სიხარული, შთაბეროს მას მხნეობა.”

“მონტაჟის დროს თქვენ ვალდებული ხართ მსახიობის თამაშში ნათელყოთ უმთავრესი, საყურადღებო, ყოველივე ეს შეიგრძნოთ, რომ სავსებით დაიცვათ საჭირო რიტმი და სცენის დინამიკური განვითარება.”