17 იანვარი, 2018

“განათლებული ადამიანი, იმდენად ნატურალურია, მას გული თვალებში უციმციმებს”

სულა სულაშვილი– განათლებული ადამიანი ვერასდროს განიცდის პირად კეთილდღეობას და ბედნიერებას, თუ მის ქალაქში, სოფელში, ქუჩაში, ხელგამოწვდილი მოხუცი, ან ბავშვი მათხოვრობს, – ეს არის ნაწყვეტი სულა სულაშვილის წიგნიდან “მზე, რომელიც ღამე ამოდის”:

“მთელი ცხოვრება ვაკვირდები განათლებულ ადამიანებს და იცით რა აღმოვაჩინე? მათ გააჩნიათ მინიმალური თვითმოთხოვნილებები და მაქსიმალური ვალდებულებები. განათლებულ ადამიანებს არ ახასიათებს საწყისი ცხოველური ინსტიქტები და იმდენად ნატურალურები არიან, გული თვალებში უციმციმებთ.

განათლებული ადამიანი ვერასდროს განიცდის პირად კეთილდღეობას და ბედნიერებას, თუ მის ქალაქში, სოფელში, ქუჩაში, ხელგამოწვდილი მოხუცი, ან ბავშვი მათხოვრობს. მათ ამ დროს ამაყად თავაწეული სიარულის რცხვენიათ.

განათლებული ადამიანი უგუნური კაცის სისულელეზე იღიმება, მაგრამ მას არასოდეს დასცინის.

მათ არ უყვართ კამათი იდიოტებთან, რადგან იციან, ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც თავხედს და უტიფარს გამარჯვების გვირგვინს ადგამენ…

განათლებული ადამიანი, იმდენად ნატურალურია, მას გული თვალებში უციმციმებს ოტია…”