29 იანვარი, 2018

ერეკლე დეისაძე: “მოითხოვენ, რომ ვიდეო ავიღო”

ერეკლე დეისაძეერეკლე დეისაძე და მისი შემოქმედება არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი. მისი ახალი ნამუშევარი “ხალხური” მსმენელმა გააკრიტიკა და ვიდეოს აღება მოითხოვა.

გია ყანჩელის ცნობილი ნაწარმოები “საით მიდიხარ” ერეკლემ თავისებურად გადააკეთა და ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ ბოლო მოვლენებს მოარგო. “ხალხური” – ასე უწოდა მომღერალმა ნამუშევარს, რომლის მუსიკაც ერეკლე დეისაძეს და გია ყანჩელს ეკუთვნის, ქორეოგრაფიაზე ილიკო სუხიშვილმა იმუშავა, ვოკალი ერეკლე დეისაძის და ნატო მეტონიძისაა, მუსიკალური პროდუსერი ბექა კუნდალინია, ოპერატორი – ტატო კოტეტიშვილი, ვიდეო ინჟინერი კი Vinda Folio.

ერეკლე დეისაძე:

“ჩემი შემოქმედების გამო არაერთხელ გავმხდარვარ კრიტიკის ობიექტი. ამას მე მიჩვეული ვარ, არც ეს სიმღერა აღმოჩდა გამონაკლისი. უბრალოდ ასეთ მოკლე ვადებში არ ველოდებოდი. მოითხოვენ რომ ვიდეო ავიღო, სხვა შემთხვევაში ამაში საავტორო უფლებების ასოციაცია ჩაერთვება და შესაბამისი უწყებები სამართლებრივი გზით შეეცდებიან ამ საკითხის გადაწყვეტას.

ჩემი შემოქმედება ჩემი იდეური ბრძოლის მთავარი ინსტრუმენტია. ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლებები მხოლოდ უმცირესობას ადარდებს და ამ მხრივ ქვეყანაში სერიოზული პრობლემებია, საავტორო უფლებებზე დავა ჩემთვის ღიმილის მომგვრელია.

მე არ ვაპირებ ეს ვიდეო ავიღო. ალბათ, იუთუბს მიმართავენ და წაშლიან, მაგრამ ჩემი ხელით ეს არ მოხდება.

“დარღვეულია საქართველოში”