26 იანვარი, 2018

ანიტა რაჭველიშვილი – მეტროპოლიტენ ოპერის დღესასწაულის გმირი

ანიტა რაჭველიშვილიანიტა რაჭველიშვილი მსოფლიოში ცნობილი ერთ-ერთი გამოცემის NEW YORK TIMES-ის ინტერესის ობიექტია.

“მოულოდნელი ვარსკვლავი მეტროპოლიტენის ოპერის “ტრუბადურს” ისაკუთრებს” – ასე ეწოდება სტატიას, რომელიც ქართველი ოპერის ვარსკვლავის შესახებ გამოცემამ მოამზადა.

”არტინფო” გთავაზობთ ნაწყვეტს ამ სტატიიდან:

“საშინელი მოგონება მაწამებს,“ – ამოთქვამს შურისძიებას მოწყურებული აზუჩენა ვერდის ოპერა „ტრუბადურში“ – „სისხლს მიყინავს“.

მაგრამ გულწრფელები ვიყოთ, ოპერის მოყვარულებო. რამდენჯერ დაურწმუნებიხართ რეალურად აზუჩენას, რომ სიმართლეს ამბობს ამ დროს? ზუსტად ვიცი, კიდევ უფრო ნაკლებ შემთხვევას გაიხსენებთ, როცა თქვენთვისაც სისხლი გაუყინავს.

აი, სისხლი ნამდვილად იყინება ვენებში, როცა უყურებ და უსმენ ქართველ მეცო-სოპრანოს, ანიტა რაჭველიშვილს – იგი მთელ შოუს ისაკუთრებს აზუჩენას როლის შესრულებისას „ტრუბადურში“, რომლის პრემიერაც ორშაბათს შედგა მეტროპოლიტენის ოპერაში და გაგრძელდება 15 თებერვლამდე.

აქამდე, მეტროპოლიტენის ოპერაში, ჯერ მხოლოდ 33 წლის ქალბატონი რაჭველიშვილი ყოფილა გაბედულად პირქუში კარმენი, ასევე, ჰქონია მნიშვნელოვანი, სენსუალური გარდაქმნა 2014 წელს ბოროდინის ოპერაში „პრინცი იგორი“. მაგრამ აზუჩენა მისი ნამდვილი გამოვლინებაა. იგი შეშინებულ და შემაშინებელ, საკუთარი მოგონებებით გაგიჟებულ ბოშას, რომლის როლის შემსულებლებიც ხშირად დანარჩენი მთავარი როლების შემსრულებლების შემდეგ არიან ხოლმე მოხსენიებულები აფიშებზე, გარდაქმნის ყურადღების ცენტრში მყოფ, ემოციურად არასტაბილურ მთავარ, ცენტრალურ ფიგურად…”