9 დეკემბერი, 2017

შენგრეული კოშკის კარი უნიკალურ ნაგებობაზე

უშგულის ლამარია X საუკუნის უნიკალური ძეგლია. მასზე განხორციელებულ არქიტექტურულ ცვლილებებს ლელა ნიჟარაძე აპროტესტებს:

“ლამარია გუშინ და დღეს…

უშგულის ლამარია X საუკუნის ძეგლია, რომელიც შემაღლებულ ბორცვზე მდებარეობს. მას შემორტყმული აქვს გალავანი, ასევე აქვს კოშკი ორი დამხმარე ნაგებობით. ეკლესია ბაზილიკის ტიპისაა, აქვს სტოია და შემორჩენილი ფრესკები.

ის, რაც იქ მოხდა, ამ უნიკალური ნაგებობასთან დაკავშირებით, არის თუ არა ეს ისტორიის ხელყოფა და პასუხსაგებელი საქმე?!.

თვალშისაცემი არქიტექტურული ცვლილება: შენგრეული კოშკის კარი და შიგ საცხოვრებლის მოწყობა, დაგებული მეტლახი, ჩასმული მეტალო კარ-ფანჯრები. მთლიანად შეცვლილი იერსახე…

იყო თუ არა ამისი აუცილებლობა, პასუხი დღემდე არავის გაუცია, სამწუხაროდ…”