26 დეკემბერი, 2017

ყველაზე სასარგებლო რჩევა გიორგი მახარაძეს

მომღერალი მიშო სულუხია მსახიობ გიორგი მახარაძეს ყველაზე სასარგებლო რჩევას აძლევს:

“პირველ რიგში, გიორგის მინდა ვთხოვო და ვუსურვო, რომ არ გაებას და არ მოირგოს ავადმყოფობის ეიფორია. ოჯახის წევრების, მეგობრებისა თუ პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს მე ძალიან კარგად ვიცი და დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ მძიმე სენი მხოლოდ მაშინ იწყებს აგრესიულ მოქმედებას, როდესაც ჩვენ ავადმყოფის როლს ვირგებთ.

მოგვიანებით გაირკვა, რომ დედაჩემი, მსოფლიოში ერთ-ერთი პაციენტი იყო, იმ მცირეთაგან, ვინც “გლიომის” დიაგნოზის დასმიდან 20 წელი ბედნიერად იცხოვრა რადგან ექიმებისგან განსხვავებით მას ყველაზე ნაკლებად სჯეროდა რომ ონკოლოგია მას რამეს დააკლებდა.

გიორგის კი მაქამდე ძალიან დიდი მანძილი აშორებს, რადგან ჩვენ დავეხმარებით ამ მდგომარეობის დაძლევაში.

მინდა გთხოვოთ, როგორც ჩემი პრობლემა ისე აღიქვათ და თუნდაც 1 ლარით დავეხმაროთ ჩვენს საყვარელ და ნიჭიერ მეგობარს.”