24 დეკემბერი, 2017

“ყოველ მისვლაზე გული მიკრთის, ნეტავ ხომ არ ჩამოინგრა”

ჯავახეთში, კერძოდ ახალქალაქში აზავრეთის ეკლესიის ნანგრევებია შემორჩენილი.

უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ტაძრის უახლეს ფოტოებს კუკური მეტრეველი ავრცელებს:

“აზავრეთი (VII–IX,Xსაუკენეები), ახალქალაქი, ჯავახეთი.

ყოველ მისვლაზე გული მიკრთის, ნეტავ ხომ არ ჩამოინგრა, ან რამე ხომ არ დაუზიანდა?

მაგრამ უძლებს დრო და ჟამს, ისევ ისე დგას, ეს, მართლაც დალოცვილი, კარგი ნატიფი ხელით ასე მყარად ნაგები, მრავალსაუკუნოვანი ტაძარი!

სანთლები დავუნთე, საახალწლოდ ტკბილეულიც დავტოვე, ყველაფერი კიდევ ერთხელ გადავამოწმე (“გადამალული” ქვის ბარელიეფიც ადგილზე დამხვდა. კიდევ ერთი ჯვრიანი ქვა შევამჩნიე ინტერიერში) და დამშვიდებული წამოვედი.”