20 დეკემბერი, 2017

ჯადოსნური ზღაპარი მოზარდ მაყურებელთა თეატრში

27 დეკემბრიდან 15 იანვრამდე, მოზარდ მაყურებელთა თეატრის მცირე სცენაზე, რუსულენოვანი მაყურებლისთვის წარმოდგენილი იქნება ჯადოსნური ზღაპარი – „საახალწლო ფანტაზია“.

პატარა მაყურებელს თოვლის ბაბუასთან ერთად, ბავშვების საყვარელი ზღაპრების გმირებიც შეხვდებიან გერდა, კაი, თოვლის დედოფალი, ტყის ელფები.

დადგმის ხელმძღვანელი რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილია. ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორი კი გიორგი შენგელაია.

სპექტაკლში მონაწილეობენ ნინო მუმლაძე, ედმონ გაბედავა, რამონა მიქელაძე, გიორგი ყორღანაშვილი, საშა ლუბინეცი, თამარ ცქვიტინიძე, რაჟდენ კერვალიშვილი, ლევან გვაზავა, სერგო შვდეკოვი, ლექსო ლობოვი და ანა ხუროშვილი.