12 დეკემბერი, 2017

გაიცანით წინანდლის პრემიის გამარჯვებულები

11 დეკემბერს კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში შედგა წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის „2017 წლის წინანდლის პრემიის“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი და გალა კონცერტი.

ღონისძიებაზე გამოვლინდნენ „2017 წლის წინანდლის პრემიის“ ლაურეატები მეცნიერებისა და ხელოვნების 8 ნომინაციაში.

„2017 წლის წინანდლის პრემია“ მიენიჭათ:

თეატრალური ხელოვნება: გურამ მაცხონაშვილი

კინოხელოვნება: ბაქარ ჩერქეზიშვილი

მხატვრული ლიტერატურა (პროზა): ცოტნე ცხვედიანი

მხატვრული ლიტერატურა (პოეზია): როინ აბუსელიძე

მუსიკა: კახი სოლომნიშვილი

სახვითი ხელოვნება: გვანცა ჯიშკარიანი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ეკა გურგენაშვილი

ჰუმანიტარული მეცნიერებები: შოთა მათითაშვილი

წინანდლის პრემიის ლაურეატები დაჯილდოვდნენ დიპლომით, სხვადასხვა პრიზებითა და 4000 ლარიანი ფულადი პრემიით.

წინანდლის პრემიის „საუკეთესო ნომინანტს“ გიორგი ვარდიაშვილს (სახვითი ხელოვნება), გადაეცა კომპანია „ბადაგონის“ და მისი ახალი ღვინის ბრენდ GAU#5-ის სპეციალური პრიზი 2000 ლარიანი ფულადი პრემიის ოდენობით.

2017 წლის VII „წინანდლის პრემიის“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალსა და გალა კონცერტში მონაწილეობდნენ: თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“, ლიზი რამიშვილი, გიორგი ჯანიაშვილი, მარიამ ბუღაძე, თათა დათუკიშვილი, რუსუდან კვალიაშვილი, ნინო თარგამაძე, გიორგი ცაგარელი და კამერული ორკესტრი (Zagareli & Strings), ალექსანდრე კორძაია (Kordz), სპეციალური სტუმარი: Sophie Villy.

პროექტი ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პატრონაჟით.