13 დეკემბერი, 2017

“ერთი თხოვნა მაქვს”

მსახიობი ეკა ჩხეიძე თბილისის მერს თხოვნით მიმართავს:

“ბატონო მერო!

ყოველდღიურად რომ კლებულობს მანქანის დასაყენებელი ადგილები ქალაქში და ალტერნატიულ პარკინგებსაც არ სთავაზობთ მძღოლებს, სწორი გათვლაა – მეტი თანხა შედის ბიუჯეტში, თქვენ ამ პრობლემას არავინ მოგაგვარებინებთ, მესმის…

მაგრამ ერთი თხოვნა მაქვს: იქნებ ერთი თავისუფალი ვაკანსია ჩემთვისაც გამოინახოს საპატრულოში, ყოველ ახალ ჯარიმაზე ბონუსები მატულობს თურმე და მეც მჭირდება ფული რააა… თანაც ძალიან!!!”