27 ნოემბერი, 2017

“საბოლოო გამარჯვებამდე კიდევ ერთი ბრძოლა დაგვრჩა”

აცხადებს რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე, რომელმაც შეძლო მრავალი დაბრკოლების გადალახვა და ექვთიმე თაყაიშვილზე მხატვრული ფილმი გადაიღო:

“ჩვენ ეს გამარჯვება ქართველ ხალხთან ერთად შევძელით! სრულად გადავიღეთ და გავაცოცხლეთ ექვთიმე თაყაიშვილისა და ქართული საგანძურის გამორჩეული ისტორია. უდიდესი მადლობა ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის თითოეულ წევრს, მხარდამჭერ კომპანიებსა და 7000-ზე მეტ პატრიოტ მოქალაქეს ასეთი ნდობის, გულწრფელი თანადგომისა და თქვენი ქველმოქმედებისთვის. ჩვენ ყველანი ერთად ექვთიმეს ლაშქარში ვართ!!!

მაგრამ საბოლოო გამარჯვებამდე კიდევ ერთი ბრძოლა დაგვრჩა, რომ 5 იანვარს, ექვთიმეს დაბადების დღეს ფილმი დადგეს კინოთეატრებში. ფილმს სჭირდება უმაღლესი დონის ხმის დიზაინი, საბოლოო მონტაჟი და ფერების კორექცია, რომლებზე მუშაობაც ამ დროისთვის უკვე მიმდინარეობს და შესაგროვებელი გვაქვს 60,000 ლარი.

ჩვენი თხოვნა არის, რომ კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ. ეს არის ფილმის საბანკო ანგარიში ლარში: “თიბისი ბანკი” / # GE66 TB70 6673 6020 1000 04 . მიმღები – “დაკარგული ლეგენდები”. შევხვდებით მალე კინოთეატრებში!”