2 ნოემბერი, 2017

ქართველები ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე

ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე წელს 60 ქვეყნის 235 კანდიდატია წარდგენილი. პრემია 2002 წელს დაარსდა და მისი მიღების სურვილი წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ ადამიანს უჩნდება.

წელს საქართველოდან ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე წარდგენილნი არიან საბავშვო ავტორები ვასილ გულეური, გურამ პეტრიაშვილი და თეა თოფურია.

ასტრიდ ლინდგრენის პრემია საბავშვო ლიტერატურაში მსოფლიოში ერთ-ერთი პრესტიჟული პრემიაა. ის ყოველწლიურად გაიცემა და საპრიზო თანხა 5 მილიონი კრონაა. პრემიას შვედეთის ხელოვნების კომისია გასცემს, ფინანსური მხარდაჭერა კი თავის თავზე შვედეთის მთავრობამ აიღო.