26 ნოემბერი, 2017

“ნიჭიერი” ეთერში არ გავა

გადაცემა “ნიჭიერი” 27 ნოემბერს ეთერში არ გავა.

გადაწყვეტილება შოუს პროდიუსერებმა მიიღეს:

“ვიზიარებთ მწუხარებას ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილების ოჯახებსა და ახლობლებს.

27 ნოემბერს, ვუერთდებით გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად გამოცხადებულ გლოვის დღეს და გატყობინებთ, რომ “ნიჭიერი” ორშაბათს არ გავა ეთერში.

“ნიჭიერის” მეორე ნახევარფინალის ეთერში გასვლის თარიღს ჩვენს მაყურებელს სამშაბათს შევატყობინებთ.”