28 ოქტომბერი, 2017

“ოსკარის” მოსაპოვებლად კიდევ ერთი ქართული ფილმი იბრძოლებს

წელს ოსკარის მოსაპოვებლად საქართველომ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების ნომინაციაში ანა ურუშაძის ფილმი “საშიში დედა” წარადგინა.

“საშიშ დედასთან” ერთად წელს საქართველოს სახელით ამერიკის კინო აკადემიის მთავარი ჯილდოს მოსაპოვებლად საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში მოხვდა დავით აბრამიშვილისა და გიორგი გოგიჩაიშვილის ფილმი “8 წუთი”.

აპოკალიფსური შინაარსის ფილმი რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია. მასში მთავარ როლებს სლავა ნათენაძე, ანი ბებია და გიორგი შარვაშიძე ასრულებენ.