30 ოქტომბერი, 2017

“მჭირდება თქვენი დახმარება”

მიმართავს თავის გულშემატკივრებს მომღერალი გრიგოლ ყიფშიძე, რომელიც წელს საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე წარადგენს:

“მეგობრებო, მე მჭირდება თქვენი დახმარება, რომ გავავრცელო ჩემი საკონკურსო სიმღერა #VoiceOfTheHeart. უფრო საინტერესო რომ გავხადოთ, მოდით გავაკეთოთ პატარა კონკურსი, რომელიც გაგრძელდება ორი კვირის განმავლობაში, 12 ნოემბრამდე!

წესები: თქვენ უნდა გადაიღოთ ფოტო ან ვიდეო, რომელიც დაკავშირებული იქნება ჩემს საკონკურსო სიმღერასთან და გამოაქვეყნოთ Facebook-ზე ან Instagram-ზე საჯაროდ – მონიშნეთ ჩემი ოფიციალური გვერდი, მიუთითეთ ჩემი სიმღერის ბმული და ჰაშთაგით #VoiceOfTheHeart.

შემდგომ ავირჩევ სამ გამარჯვებულს, რომლებიც მიიღებენ ჩემს CD დისკს ავტოგრაფით, პერსონალურ ვიდეო მესიჯს და 10 წუთიან გასაუბრებას Skype-ში.”