7 ოქტომბერი, 2017

“მინდა მჯეროდეს, ამ ,,კულტურულ” პროვოკაციას არც ერთი თავმოყვარე ქართველი მუსიკოსი არ აჰყვება!”

მსახიობი გია როინიშვილი საქართველოში დირიჟორ ვალერი გერგიევის ჩამოსვლის საკითხს ეხმაურება და მოუწოდებს მუსიკოსებსა და მსმენელს, არ აყვნენ დიდ ხელოვნებას ამოფარებულ რუსულ “საკენკს”:

“მინდა მჯეროდეს, ამ ,,კულტურულ” პროვოკაციას არც ერთი თავმოყვარე ქართველი მუსიკოსი არ აჰყვება! მსმენელზე აღარ მაქვს ლაპარაკი!

არა საქართველოს ოკუპაციას!!!!! ნურავინ გაიმართლებს თავს და ქცევას მისი დიდი მუსიკოსობით!

ნუ ავყვებით დიდ ხელოვნებას ამოფარებულ რუსულ ,,საკენკს”!