22 სექტემბერი, 2017

უნიკალური აღმოჩენა დავით გარეჯის უდაბნოში

არქეოლოგებმა დავით გარეჯის უდაბნოში წმინდა დავითის ლავრაში მიმდინარე წინასარეაბილიტაციო არქეოლოგიური სამუშაოების დროს შუა საუკუნეების სპილენძის უნიკალურ სამონასტრო ჭურჭელს და შანდლების კოლექციას მიაკვლიეს.

ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნოდარ ბახტაძე ავრცელებს:

“ნეკრესის ნაქალაქარის კვლევა, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და მომავალშიც ახალი ენერგიით გაგრძელდება…

ამასთან, ორიოდე დღის წინ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ამავე ჯგუფმა, დავით გარეჯის უდაბნოში, წმინდა დავითის ლავრაში მიმდინარე წინასარეაბილიტაციო არქეოლოგიური სამუშაოებისას, შუა საუკუნეების სპილენძის უნიკალური სამონასტრო ჭურჭლის და შანდლების კოლექციას მიაკვლია…

სავარაუდოდ, სატრაპეზოს კუთვნილი ეს განძი, მონასტრის საძმოს წევრებმა საქართველოს ამ მხარეში ირანელი დამპყრობლების ლაშქრობის დროს გადამალეს მე-17 საუკუნის დასაწყისში.”