5 სექტემბერი, 2017

ცნობილი იტალიელი პიანისტი ბათუმის მუსიკალურ ფესტივალზე დაუკრავს

6 სექტემბერს 18 საათზე ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის მეხუთე საფესტივალო დღეს ცნობილი იტალიელი პიანისტი პიეტრო დე მარია კონცერტს გამართავს.

საფორტეპიანო საღამო იტალიის საელჩოს პატრონაჟით ბათუმის მუსიკალური ცენტრის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

პიეტრო დე მარიას სოლოკონცერტზე შოპენის, ლიგეტის და ლისტის საფორტეპიანო ნაწარმოებები შესრულდება.

რიგით მეხუთე, საიუბილეო ფესტივალზე კლასიკური მუსიკის მოყვარულებისთვის მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავები კონცერტებს და მასტერკლასებს მართავენ.