30 სექტემბერი, 2017

რა მდგომარეობაა სამთავისში?

ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ულამაზესი ძეგლის სამთავისის შესახებ ინფორმაციას დეკანოზი ილია ჭიღლაძე ავრცელებს და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს რეაგირებისკენ მოუწოდებს:

“სამთავისის კათედრალის ცნობილი დეკორაციული ჯვარი და თაღედი, სამწუხაროდ, ფრინველების ბიოლოგიური ნარჩენებისგან დასვრილია, ლილვების ქვები კი კოროზიას განიცდის.

საჭიროა კონსერვაცია შესაბამისი სპეცილისტების მიერ. ეს ფოტო 2016 წლისაა, ახლა ალბათ უფრო დამძიმდებოდა მისი მდგომარეობა.”