17 სექტემბერი, 2017

პანტომიმის თეატრის წარმატება კვიპროსში

პანტომიმის თეატრის მსახიობებმა კვიპროსში გამართულ ქართული კულტურის დღეებში მიიღეს მონაწილეობა. ქართველმა მიმებმა ორი წარმოდგენა გამართეს ლიმასოლსა და ნიქოზიაში. სპექტაკლებმა დიდი წარმატებით ჩაიარა და მაყურებელთა მოწონება დაიმსახურა.

კვიპროში გამართულ ქართული კულტურის დღეებში პანტომიმის თეატრის მსახიობებთან ერთად სუხიშვილებმაც იცეკვეს.

ფესტივალის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალი და უფასო იყო.