19 სექტემბერი, 2017

“მძიმე სანახავია დღევანდელი აბასთუმანი”

აბასთუმანი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კურორტია. ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია დღევანდელი აბასთუმნის მძიმე მდგომარეობით შეშფოთებულია:

“მძიმე სანახავია დღევანდელი აბასთუმანი. ის უნიკალური და ულამაზესი შენობები, რომელიც რუსეთის იმპერიამ შექმნა ამ სამოთხეში დღეს დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში იღუპება და ნადგურდება.

ერთადერთი დამაიმედებელი ის იყო, რომ ადგილობრივებმა მითხრეს, მომავალ წელს რეაბილიტაცია იწყებაო, ღმერთმა ქნას! აბასთუმანი ამას ნამდვილად იმსახურებს!”