2 სექტემბერი, 2017

“გაფრთხილება!”

ბოლო პერიოდში საქართველოს ულამაზეს კუთხეებში ბევრი ადამიანი მოგზაურობს. საქართველოს უძველესი კულტურული ძეგლები თუ უმშვენიერესი ბუნება გულგრილს არავის ტოვებს. ყველაზე მეტად ტურისტები საქართველოს მთებში არსებული სიძველეებით იხიბლებიან.

არც თუ ისე იშვიათად ტურისტები მუცოს სტუმრობენ, სადაც ბროლისკალოს წმინდა გიორგის სალოცავსაც მოინახულებენ. ამ სალოცავთან დაკავშირებით, ინტერნეტში გაფრთხილება ვრცელდება:

“მუცოში მისულებს ალბათ ყველას გინახავთ ეს ,,ციხე”…
ეს ციხე არაა! ეს ბროლისკალოს წმინდა გიორგის სალოცავია!

გაფრთხილება..!!!!!
ამ სალოცავის იქეთ ქალებს გზის გაგრძელების უფლება არ აქვთ…!
ნუ ადიხართ და ნუ წამობრწკალდებით ხოლმე თორღვას სახლის შესასვლელში და თორღვას სკამზე და დიდი გმირობა ნუ გგონიათ…!!!

შეჩერდი ბროლისკალოსთან!!!!
და გაფრთხილება ტურებს:
თუ არ იცით ტურები, ნუ მიგყავთ…!”