29 აგვისტო, 2017

“სიბრმავე და თვითნებობა მეფობს”

ხელოვნებათმცოდნე ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ყინწვისში მონასტრის გარშემო მიმდინარე მშენებლობის თემას ეხმაურება:

“ვიყავი ყინწვისში, გაჩაღებულია მშენებლობა მონასტრის გარშემო, ისე, რომ წმიდა ნიკოლოზის ულამაზეს ეკლესიას თავზე ადგამენ უშველებელ, საეჭვო ღირებულების, რუსული სილუეტის მრავალგუმბათიან კომპლექსს, აგრესიულს და უსაშველოდ დიდს. ძველი მონასტრის ეზოში ხომ ახალი, ტორტივით გაფორმებული შეუსაბამო ტაძარია ჩაკვეხებული.

სადაა მოწიწება, სადაა წინაპართა პატივისცემა, სადაა სილამაზის დანახვის უნარი.

სიბრმავე და თვითნებობა მეფობს.”