7 აგვისტო, 2017

“რომ შეგვეშვათ, არ გინდათ?”

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანია იმედის ხელმძღვანელობას მიმართავს:

“ტელეკომპანია იმედი, დეკორატორებიც რომ მიგყავთ, აქამდე რას შვრებოდით, ტელევიზია იყავით თუ ბოსელი? და მანდ ხალხი არ მუშაობდა? თუ საკუთარი თანამშრომლები ფეხებზე გკიდიათ და ადამიანებად არ აღიქვამთ?

ნამუსიც კარგი საქონელია გიორგი ხაბურზანია. წახვედით, წაიღეთ ფორმატები, გადაიბირეთ ვიღაცეები – გავიგეთ, გმადლობთ ყველაფრისთვის და კარგად იყავით. რომ შეგვეშვათ, არ გინდათ?”