3 ივნისი, 2017

ვარძია ვიზიტორებისთვის დაიხურა?

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ ნაკრძალის დროებითი დახურვის შესახებ მასობრივ მედია საშუალებებში და სოციალური ქსელებში ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაცია მცდარია და ობიექტურ რეალობას არ შეესაბამება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ტურიზმის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ტურისტულ კომპანიებს, მუზეუმ ნაკრძალის მონახულებით დაინტერესებულ უცხოელ ვიზიტორებსა და საქართველოს მოქალაქეებს სრული პასუხისმგებლობით უცხადებენ, რომ მუზეუმ ნაკრძალის ადმინისტრაციას ვიზიტორების მიღება არც ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში 2016 წლის 31 ოქტომბერს მომხდარ ხანძრამდე და არც მის შემდგომ არ შეუწყვეტია და დღესაც სრული დატვირთვით მუშაობს.