12 ივნისი, 2017

“SOS! უყურეთ ვიდეოს!”

რეპერი მასტერი ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც “ბირჟა მაფიას” ვიდეორგოლში მონაწილე მსახიობის მიმართვაა დაფიქსირებული.

მასტერი:

“SOS!!! უყურეთ ვიდეოს და ყოველგვარი ლანძღვის და გინების გარეშე, მე არანაირად არ ვამართლებ მის პოზიციას!!! მაგრამ … ეს ბიჭი აშკარად ძალიან დიდი წნეხის ქვეშ არის.

ეტყობა კიდეც რომ მაგრად ნერვიულობს და არ გამიკვირდება, ვიდეოს გადაღების დროსაც კი რომ თავზე ედგნენ “ფორმიანები”… საყურადღებოა ეს ფაქტი…”