20 აპრილი, 2017

ჰალუცინაციებით შექმნილი ნახატები

18 წლის ქეითს უმძიმესი დაავადება – შიზოფრენია დაუდგინეს. იგი ხატავს და თავის ნამუშევრებს არც მეტი, არც ნაკლები ჰალუცინაციების შედეგად ქმნის. გოგონა ცდილობს ნახატებით ახსნას თავისი აზრები.

ქეითს ექიმებმა კვლევების შედეგად არაერთი დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა საბოლოო დიაგნოზის დასმა 17 წლის ასაკში მოხდა – გოგონა შიზოფრენიით არის დაავადებული.

ქეითმა თავისი ნამუშევრები ინტერნეტში გამოფინა, რათა მისი შემოქმედების შესახებ კიდევ უფრო მეტ ადამიანს გაეგო.