14 აპრილი, 2017

“დებილები თუ ხართ გვითხარით!”

მუსიკოსი ბიბი კვაჭაძე წლების წინ საქართველოდან წავიდა და არჩევანი ამერიკაზე გააკეთა.

ამის მიუხედავად, სამშობლოში ჩამოსვლა ეტაპობრივად უწევს და ყოველი ვიზიტი მისთვის სულ უფრო და უფრო მძიმეა.

ბიბი კვაჭაძე:

“დღემდე გაოგნებული ვარ იმით, რაც ვნახე თბილისში ყოფნისას და დიდი ხანია დელიკატურად მინდოდა დამეწერა ამის შესახებ, მაგრამ მტერს დელიკატურად არ უნდა ესაუბრო, ის ვინც “ტყეს ჩეხავს” და ჰაერს გისპობს მტერია!!!

მე აქედან რაც არ უნდა “ვიყვირო”, ვიცი, რომ თბილისში მაინც ურბანული დაგეგმარების გარეშე აშენდება მახინჯი შენობები!!! ტრანსპორტის ნაკადის, გამწვანების და კომუნიკაციების გაუთვალისწინებლად მოხდება უადგილო ადგილზე ქალაქის იერის “გათახსირება”, იმიტომ რომ ვიღაცამ ფული გააკეთოს ამაზე!!! რა მნიშვნელობა აქვს რომელი მთავრობა მოვა, ყველა თქვენი ჯიბისთვის ზრუნავთ, ასე გამოდის.

ამიტომ შეკითხვით მივმართავ მუნიციპალიტეტს (მათ ეხებათ ეს საკითხი როგორც ვიცი) – ვერ იტანთ თბილისს? გეზიზღებათ თბილისი?

თაობას გამწვანებული თბილისის მაგივრად ცემენტის ბაღებს უტოვებთ?

დებილები თუ ხართ გვითხარით და გვეცოდინება!”