24 მარტი, 2017

ქართველების ფურორი ამერიკულ ნიჭიერში

ქართველი ხელოვანები  – მომღერლები, მოცეკვავეები, მხატვრები, მსახიობები, მოქანდაკეები დიდი ხანია გასცდნენ საქართველოს ფარგლებს და საკუთარ შესაძლებლობებს სხვადასხვა ქვეყნის შოუებსა და პროექტებში წარადგენენ.

ამერიკული “ნიჭიერი” ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტრამპლინია წარმატების მისაღწევად, ამიტომაც მასში სხვადასხვა ქვეყნის ნიჭიერები მონაწილეობენ.

ეს შანსი კარგად გამოიყენა ანსამბლმა “დაკარგული ლეგენდები”, რომელმაც შოუში მიიღო მონაწილეობა და ჟიურის ქართული ცეკვა შესთავაზა.

აღფრთოვანებულმა ჟიურის წევრებმა ნომრის დასასრულს ქართველები 4 კით დააჯილდოვეს და შემდეგ ტურში გადაიყვანეს.