23 მარტი, 2017

მოზარდ მაყურებელთა თეატრი უნიკალურ ესკიზებს გამოფენს

25 მარტს ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ფოიეში თეატრის მუზეუმის საგანძურის გამოფენა გაიხსნება.

ექსპოზიცია წარმოდგენილი იქნება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტის „გიყვარდეს მეტი“ ფარგლებში.

თეატრის მუზეუმში 2.500-მდე უნიკალური ესკიზია დაცული. აქედან 120-ს ეროვნული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. კოლექციაში გაერთიანებულია ახვლედიანის, ყაზბეგის, იგნატოვის, შტენბერგის, ლაპიაშვილის, ჭავჭავაძის, გეგეშიძის, ალექსი-მესხიშვილის, ობრეზკოვის და სხვათა ნამუშევრები.

თეატრის ფოიეში გახსნილ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ეროვნული ძეგლის სტატუსის მქონე 50-მდე ნამუშევარი. მათ შორის ელენე ახვლედიანის მიერ 1928 წელს შექმნილი ესკიზები სპექტაკლისთვის „ბიძია თომას ქოხი“ (რეჟ. ნ. მარშაკი), 1930 წელს მიერ შექმნილი ესკიზი სპექტაკლისთვის „ზანგი ბიჭუნა და მაიმუნი“ (რეჟ. ნ. მარშაკი). 1941 წელს ნიკა ყაზბეგის მიერ შექმნილი ესკიზი სპექტაკლისთვის „რომეო და ჯულიეტა“ (რეჟ. ა. თაყაიშვილი) და 1943 წელს შექმნილი ესკიზი სპექტაკლისთვის „ჭირვეულის მორჯულება“ (რეჟ. ა. თაყაიშვილი). 1955 წელს ფარნაოზ ლაპიაშვილის მიერ შექმნილი ესკიზი სპექტაკლისთვის „პრინცესა ტურანდოტი“ (რეჟ. ს. ჭელიძე). 1951 წელს ირინა შტენბერგის მიერ შექმნილი ესკიზი სპექტაკლისთვის „სამი მუშკეტერი“ (რეჟ. ნ. მარშაკი), 1950 წელს შექმნილი ესკიზი სპექტაკლისთვის „ესპანელები“ (რეჟ. ა. თაყაიშვილი), 1961 წელს შექმნილი ესკიზი სპექტაკლისთვის „შემოსავლიანი ადგილი“ (რეჟ. მ ვახნიანსკი). 1948 წელს დიმიტრი თაყაიშვილის მიერ შექმნილი ესკიზი სპექტაკლისთვის „ვილჰელმ ტელი“ (რეჟ ა. მიქელაძე)…

უნიკალური ესკიზების გამოფენა მოზად მაყურებელთა თეატრში 25 მარტს 18:30 წუთზე გაიხსნება და თეატრალური სეზონის ბოლომდე გასტანს.